|
2023-04-13 15:15:18, 1480 ნახვა
რეგიონი
ქედაში სახელოვნებო განათლების რეფორმის გაცნობის მიზნით, კულტურის კომიტეტში სხდომა გაიმართა
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა სახელოვნებო განათლების რეფორმის გაცნობის მიზნით სხდომა გამართა, რომელსაც ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე ესწრებოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. იწყების ცნობით, კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ ღონისძიების მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სახელოვნებო განათლების რეფორმა კულტურის კომიტეტის ინიციატივით მზადდება და მისი იმპლემენტაცია, საქართველოს მასშტაბით, მომავალი წლიდან იგეგმება. „ასევე ისაუბრა სახელოვნებო განათლებაში არსებულ გამოწვევებზეც და ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ფინანსურ საკითხებზე და სახელოვნებო განათლების სტატუსის განსაზღვრის საკითხზე გაამახვილა. სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, კულტურის კომიტეტის ინიციატივით, თემატური შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)