19:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-11 09:44:46, 1420 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით კანადაში ჩავიდა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ოფიციალური ვიზიტით კანადაში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს ოფისი იტყობინება.

მათი ცნობით, შმიგალი ტორონტოში კანადის პრემიერთან გამართავს შეხვედრას. შეხვედრას ასევე  შეუერთდებიან ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი, კრისტია ფრილანდი, საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი და ეროვნული თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდი.

ტორონტოში შმიგალი და ტრუდო ასევე მონაწილეობას მიიღებენ ხელმოწერის ცერემონიაში და გამართავენ პრესკონფერენციას.

"ახლა ჩვენ გვჭირდება მძიმე ჯავშანტექნიკა. ჩვენ გვჭირდება მეტი საარტილერიო ჭურვები: საბრძოლო მასალა "ჰაუბიცებისთვის" და საბრძოლო მასალა ტანკებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია კონტრშეტევის ორგანიზებისთვის",- განაცხადა შმიგალმა კანადურ გაზეთთან ინტერვიუში.

ცნობისთვის, შმიგალისთვის ეს პირველი ვიზიატია კანადაში, უკრაინის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics