|
2023-04-10 09:39:39, 1479 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რელიგიურ წმენდას ახორციელებს
რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რელიგიურ წმენდას ახორციელებს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს. ანალიტიკოსების თქმით, შემოჭრის დაწყებიდან დღემდე, დამპყრობლებმა რელიგიური დევნის, სულ მცირე, 76 აქტი ჩაიდინეს. ოკუპანტებმა დახურეს, ნაციონალიზაცია მოახდინეს ან იძულებით გადააკეთეს კრემლის მიერ კონტროლირებადი მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებელი ეკლესია, მოკლეს ან ტყვედ აიყვანეს, სულ მცირე, 29 სასულიერო პირი, გაძარცვეს, შეურაცხყვეს ან განზრახ გაანადგურეს მინიმუმ 13 სალოცავი ადგილი. „აღნიშნული რელიგიური რეპრესიები, არ წარმოადგენს ერთეულ შემთხვევებს, არამედ მიზანმიმართულია უკრაინაში „არასასურველი“ რელიგიური ორგანიზაციების სისტემატური მოსპობისა და მოსკოვის საპატრიარქოს პოპულარიზაციის მიზნით“,- განაცხადეს ანალიტიკოსებმა. მათივე ცნობით, დამპყრობლების მთავარი ყურადღება გამახვილებულია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნაზე, მაგრამ ეს ასევე მიდის სხვა რელიგიური მოძრაობების მიმართაც, რომლებიც კრემლისთვის მიუღებელია. "რუსები დევნიან ბაპტისტებს, ორმოცდაათიანელებს, ჰარე კრიშნასებს, მეშვიდე დღის ადვენტისტებს, იეჰოვას მოწმეებს, კათოლიკეებს, პრესვიტერიანებს, მეთოდისტებს, ლუთერანებს და ზოგიერთ მუსულმანურ მოძრაობასაც კი",- აღნიშნულია ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)