20:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-02 10:57:39, 1563 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა საერთაშორისო ინსტიტუტების სრულ გაკოტრებას ადასტურებს

გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა საერთაშორისო ინსტიტუტების სრულ გაკოტრებას ადასტურებს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, არ არსებობს ტერორის ისეთი ფორმა, რომელიც რუსეთს ჯერ არ განუხორციელებია.

"დღეს, ტერორისტმა სახელმწიფომ გაერო-ს უშიშროების საბჭოში თავმჯდომარეობა დაიწყო. გუშინ, რუსეთის არმიამ კიდევ ერთი უკრაინელი ბავშვი მოკლა - ხუთი თვის ბიჭი, მას დანიილი ერქვა... რუსული არტილერია და ამავდროულად, რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოში თავმჯდომარეობს. ეს არის რთული რამის წარმოდგენა, რაც უფრო მეტად ადასტურებს ასეთი ინსტიტუტების გაკოტრებას... ტერორის თანამონაწილეების დაბლოკვა, ტერორისტული სახელმწიფოს იზოლირება, მისი დამარცხება და სასამართლო პროცესები - ეს ელის ყველას, ვინც დაიწყო და აწარმოებს ომს უკრაინისა და საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ",- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, 2023 წლის 1-ელი აპრილიდან რუსეთის ფედერაცია ერთი თვით გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა. რუსეთი საბჭოს თავმჯდომარე ბოლოს 2022 წლის თებერვალში იყო, როდესაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics