17:11 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-15 10:50:11, 1566 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით თბილისში სასტუმრო Royal Tulip-ი გაიხსნა

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესისა და სასტუმროების სექტორის აქტიური მხარდამჭერია. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით თბილისში, 5 ვარსკვლავიანი, 120 ნომრიანი სასტუმრო Royal Tulip-ი გაიხსნა. აღნიშნულ პროექტში ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 5 327 500 აშშ დოლარს შეადგენს. 

სასტუმროში განთავსებულია, როგორც აუზი, რესტორნები, გასართობი და დასვენების სივრცეები,  ასევე სატრენაჟორო და საკონფერენციო დარბაზები.

„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით წელს, თბილისში, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა შევძელით, რაც ძალიან გვახარებს. Royal Tulip ბაზარზე პირველად 1960 წელს გამოჩნდა და დღეს მსოფლიოს 41 ქვეყანაში, 1500-მდე სასტუმროთი არის წარმოდგენილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულო ფაქტია, რომ ქვეყნების ჩამონათვალს საქართველოც შეუერთდა. 

თბილისის სასტუმროში ვიზიტორებს დახვდებათ ყველა ის კომფორტი, რაც აუცილებელია კარგი დასვენებისთვის, განტვირთვისა თუ საქმიანი შეხვედრებისთვის“, - განაცხადა  სასტუმრო Royal Tulip-ის წარმომადგენელმა, შიშუ პალ ბურდაკმა.

“საქართველოს ბანკისთვის“ ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტს ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ ჩვენთან პარტნიორობით თბილისს კიდევ ერთი მაღალი დონის სასტუმრო შეემატა. სასტუმრო 13 სართულს და 120 ნომერს მოიცავს, რომელიც ულამაზესი ხედებით გამოირჩევა. ბიზნესისა და სასტუმროების სექტორისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება, რადგან ეს კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი გალოგრემ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics