|
2023-02-22 21:50:52, 1650 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის ლიდერებს შეხვდა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის ლიდერებს შეხვდა, სადაც მან ლიდერებს მადლობა გადაუხადა უკრაინისათვის გაწეული დახმარებისთვის და კიდევ ერთხელ შეახსენა თუ რა დევს რუსეთ-უკრაინის ომში სასწორზე. მისივე თქმით, მე-5 მუხლი, რომელიც მოიაზრებს, რომ ნატო-ს ერთ ქვეყანაზე თავდასხმა ყველა მასში შემავალ წევრზე თავდასხმას უდრის, არის წმინდა ვალდებულება, რომელმაც შეერთებულმა შტატებმა აიღო, აქედან გამომდინარე აშშ ნატო-ს ქვეყნების ტერიტორიის თითოეულ სანტიმტერს და ინჩს დაიცავს. ”თქვენ ხართ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ფრონტის ხაზი და თქვენ უკეთ იცით, თუ რა არის ამ კონფლიქტში სასწორზე. არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ დემოკრატიების თავისუფლებისთვის მთელს ევროპაში და მთელ მსოფლიოში. მე-5 მუხლი არის წმინდა ვალდებულება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა აიღო. ჩვენ დავიცავთ ნატოს ფაქტობრივად ყველა სანტიმეტრსა და ნატოს თითოეულ ინჩს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)