|
2023-02-22 09:11:50, 1499 ნახვა
ომი უკრაინაში
მელონი - იტალია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების სამ სახეობას მიაწვდის
იტალიამ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების სამი სახეობა გადასცა. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მელონის თქმით, სანქციების მეექვსე პაკეტი ფოკუსირებულია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაზე, სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. „როდესაც საუბარია ქვეყანაზე, რომლის მიმართაც აგრესია იქნა ჩადენილი, მაშინ ნებისმიერი იარაღი, რომელიც მას მიეწოდება თავდაცვისთვისაა. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საჰაერო თავდაცვის სისტემებზე ვკონცენტრირდებით. საფრანგეთთან ერთად ბევრს ვმუშაობდით ამაზე, რომ ჩვენი ტექნოლოგიები გაგვეერთიანებინა. მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში SAMP-T საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი არის, ასევე საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემებიც - Skyguard და Spike. დღეისთვის სტრატეგიული მიზანია კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა”, - განაცხადა მელონიმ. მელონის განცხადებითვე, იტალია უკრაინას განაღმვით სამუშაოებში დაეხმარება და გენერატორებსაც გაუგზავნის. თავის მხრივ, ზელენსკიმ იტალიიდან დახმარების მეექვსე პაკეტს "ძლიერი" უწოდა. “პაკეტი ძლიერია. ნამდვილად მივიღებთ SAMP-T-ს - საჰაერო თავდაცვის სერიოზულ სისტემებს, ძვირადღირებულ რაკეტებს, მაგრამ სიცოცხლე ყველაზე ძვირადღირებულია. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ძალიან სერიოზული ტექნოლოგიებია. ამაზე დიდხანს ვმუშაობდით. იტალიის პრემიერ-მინისტრის პირადმა ლიდერობამ საშუალება მოგვცა ეს სისტემები მიგვეღო”,- განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი კიევში სამუშაო ვიზიტით, გუშინ 21 თებერვალს ჩავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)