|
2015-02-08 11:35:48, 681 ნახვა
საზოგადოება
საავტომობილო გზებზე გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით თავისუფლად ხორციელდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს დილიდან დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანობაა მომატებული, ყველა რეგიონში მცირე ნალექია თოვლის სახით. თოვლის მიუხედავად, საავტომობილო გზებზე გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით თავისუფლად ხორციელდება. რიკოთის უღელტეხილზე გზა ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია. გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ40 (ჭერათხევი) მონაკვეთზე და ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ40-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისმა სამსახურებმა დღეს გზის გაწმენდითი სამუშაოები ჩაატარეს და გადაადგილება აღნიშნული მიმართულებებით თავისუფლად ხორციელდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია, რათა საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიწყოს გზების გაწმენდითი სამუშაოები.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)