|
2023-02-20 09:19:47, 1564 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა ფრონტზე უახლოეს მომავალში დაგეგმილი მოქმედებებისთვის ემზადება
უკრაინა ფრონტზე ვითარების ნორმალიზებას ახდენს და უახლოეს მომავალში დაგეგმილი მოქმედებებისთვის ემზადება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა, გაიმართა ახალი გაფართოებული ფორმატით უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა, რომელზეც მეთაურებმა უშუალოდ ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. "გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ მოხსენება გააკეთა ბახმუტის ფრონტზე, გენერალმა იური სოდოლმა ისაუბრა უგლედარის ფრონტზე, დონეცკის ოპერატიულ და ტაქტიკურ ჯგუფზე. მდგომარეობა ძალიან რთულია - ჩვენ ვიბრძვით, ვანგრევთ დამპყრობლების თავდაცვას და უკიდურესად ხელშესახებ ზარალს ვაყენებთ რუსეთს. ისევ და ისევ ვიმეორებ - რაც უფრო მეტს წააგებს რუსეთი იქ, დონბასში, ბახმუტში, ვუგლედარში, მარინკაში, კრემინაში, მით უფრო მალე შევძლებთ ამ ომის დასრულებას უკრაინის გამარჯვებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)