02:32 - 29 May, 2026
|
2023-02-17 18:20:41, 1375 ნახვა
ომი უკრაინაში
21 თებერვალს უკრაინის, ნატოს და ევროკავშირის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა გაიმართება
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკავშირის მთავარი დიპლომატი ხოსეპ ბორელი და საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება 21 თებერვალს ბრიუსელში შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დიმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ ეს უკრაინის, ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლების პირველი შეხვედრაა ასეთ სამმხრივ ფორმატში. „მოუთმენლად ველი იენს სტოლტენბერგთან და ხოსეპ ბორელთან შეხვედრას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა უკრაინისა და ევროპის დასაცავად“, - განაცხადა მან. შეხვედრა ნატოს შტაბ-ბინაში დილით გაიმართება. ამის შემდეგ მათი ერთობლივი პრესკონფერენცია 12:45 საათზეა დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)