|
2023-02-16 23:08:22, 1543 ნახვა
ომი უკრაინაში
კომპრომისი პუტინთან? არა! - ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა არ წავა ტერიტორიულ დათმობებზე
უკრაინის პრეზიდენტმა ვლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არავითარ დათმობაზე არ წავა ტერიტორიულ საკითხზე და ქვეყნის მიწებს დაიბრუნებს. - ამის შესახებ, ზელენსკიმ BBC-ის საერთაშორისო მიმომხილველს ჯონ სიმპსონს ინტერვიუს დროს განუცხადა. ზელენსკიმ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან კომპრომისის შესაძლებლობის შესახებ კითხვის პასუხად თქვა: "დღეს ჩვენი გადარჩენა, ჩვენი ერთიანობა ერთი მიზანია. ჩვენ მივდივართ ევროპაში, უკრაინამ აირჩია ეს გზა. ამ ყველაფრის დაკარგვა არ შეიძლება. უკრაინას სურს უსაფრთხოების გარანტიები, ჩვენ ყველას გვინდა ეს - ჩვენ ერთიანი ვართ. ამიტომ, ნებისმიერი ტერიტორიული კომპრომისი მხოლოდ დაასუსტებს ჩვენს სახელმწიფოს. კითხვა არ არის სიტყვაში „კომპრომისი“. რატომ უნდა შეგეშინდეთ მისი? ჩვენ გვაქვს მილიონი კომპრომისი ცხოვრებაში. ისინი ყოველ დღე ხდება. საკითხავია ვისთან ერთად. კომპრომისი პუტინთან? არა! რატომ? იმიტომ რომ რწმენა არ არსებობს. - განაცხადა ვლოდიმირ ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)