|
2023-02-16 14:31:42, 1486 ნახვა
ომი უკრაინაში
„მხოლოდ ტანკის მიწოდებას აზრი არ აქვს“ - ნიდერლანდები უკრაინას Leopard 2-ის ტანკების საბრძოლო მასალას გადასცემს
ნიდერლანდები უკრაინას გერმანული წარმოების Leopard 2-ის ტიპის ტანკებისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას გადასცემს. ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლლონგრენმა განაცხადა. მისივე თქმით, ნიდერლანდები უკრაინას 20 000 ჭურვს გადასცემს. "ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ ტანკის მიწოდებას აზრი არ აქვს. ჩვენ უნდა მივაწოდოთ მომსახურების სრული პაკეტი. გარდა უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებისა, საჭიროა საბრძოლო მასალა და სათადარიგო ნაწილები. ერთად შეგვიძლია მივაწოდოთ ის, რაც უკრაინას სჭირდება“, - თქვა ოლონგრენმა. ამასთან, მინისტრმა არ გამორიცხა, რომ გერმანიიდან იჯარით აღებული ტანკები უკრაინაში მაინც გაიგზავნოს. "არავითარი უთანხმოება არ არის. არ არის გამორიცხული, რომ იჯარით აღებული ტანკები მოგვიანებით მაინც წავიდეს უკრაინაში. არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ამ დროისთვის მიწოდება არ იქნება", - განაცხადა მან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)