|
2023-02-15 21:30:55, 1550 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენ ბევრს ვშრომობთ, რომ ეს წელი გამარჯვების იყოს
ბახმუტის მიმართულებით ყველაზე მძიმე ვითარება, ეს ომი ჩვენ ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება, თუმცა ამის მიუხედავად, ხალხი ძლიერია და ისინი იცავენ ქვეყანას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინას წინ დიდი გამოწვევა აქვს, თუმცა მას სწამს, რომ უკრაინამ ყველაზე რთული პერიოდი უკვე გაიარა და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ წელი გამარჯვებით დაასრულოს. "ბახმუტის მიმართულებით არის ყველაზე მძიმე ვითარება. ასევე, ვუჰლედარის რაიონში. ეს ომი ჩვენ ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება, თუმცა ამის მიუხედავად, ხალხი ძლიერია და ისინი იცავენ ქვეყანას. მე ვიცი, რომ ჩვენ წინ ბევრი გამოწვევა და გამოცდა გველის, თუმცა მჯერა, რომ ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩვენს ცხოვრებაში... არის განცდა, რომ ახალი წელი უკრაინაში 24-ში იწყება და არა 31 დეკემბერს. ვისურვებდით, რომ ეს წელი გამარჯვების წელი ყოფილიყოს, ჩვენ ამის გვჯერა და ამისთვის ბევრს ვშრომობთ", - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)