|
2023-02-10 20:30:34, 1496 ნახვა
ომი უკრაინაში
35-მა ქვეყანამ 2024 წლის ოლიმპიური თამაშებიდან რუსი და ბელორუსი სპორტსმენების ამოღება მოითხოვა
35-მა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, გერმანიამ და ავსტრალიამ, 2024 წლის ოლიმპიური თამაშებიდან რუსი და ბელორუსი სპორტსმენების ამოღებას მოითხოვა, - ამის შესახებ ლიტვის სპორტის მინისტრმა, იურგიტა შიუგჟდინენემ განაცხადა. იუწყება Reuters. სამიტს ასევე ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც აგრეთვე რუსი სპორტსმენების ოლიმპიურ თამაშებზე არ დაშვება მოითხოვა. ზელენსკის თქმით, სანამ რუსეთი კლავს და ატერორებს მშვიდობიან მოსახლეობას, ასეთი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ადგილი არ უნდა ჰქონდეთ სპორტულ და ოლიმპიურ შეჯიბრებებში. "სანამ რუსეთი კლავს და ატერორებს მშვიდობიან მოსახლეობას, ასეთი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ადგილი არ აქვთ სპორტულ და ოლიმპიურ შეჯიბრებებში, და ეს მოსაზრება არ შეიძლება ვინმემ უგულებელჰყოს და მოხდეს რუსეთის სახელმწიფოს ოლიმპიურ თამაშებზე დაშვება, თუნდაც ნეიტრალური სტატუსით და თეთრი დროშებით, რადგან რუსეთი ახლა ისეთია, რომ თეთრი დროშებიც კი წითელი სისხლის ფერებით შეიღებება", - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)