|
2023-02-06 14:39:53, 1912 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - განაკვეთის შემცირება - არც თებერვალში და არც მარტში
გასულ კვირას, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება, განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ, „თიბისი კაპიტალის“ მოლოდინების შესაბამისი იყო. ამასთან, მნიშვნელოვნად შეიცვალა შერბილების დაწყების პროგნოზი, რომელმაც სებ-ის მიხედვით, მიმდინარე წლის მე-4 კვარტალისაკენ გადაიწია. იანვრის ინფლაციამ, დეკემბერში დაფიქსირებული 9.8%-ის შემდეგ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9.4% შეადგინა. თუმცა, ინფლაციის შემცირება იმპორტულ კატეგორიაზე მოდიოდა, მაშინ როდესაც ადგილობრივი საქონლისა და მომსახურების მხრივ, ინფლაციის შემცირებისათვის ჯერ კიდევ დამატებით დროა საჭირო. წინა კვირაში ასევე გამოქვეყნდა დეკემბრის ეკონომიკის ზრდის წინასწარი შეფასება, რომლის მიხედვითაც, რეალური ეკონომიკური აქტივობის მატებამ კვლავ მაღალი - 11.0% შეადგინა. თავისთავად, მაღალი ზრდა რეფინანსირების განაკვეთის უფრო მოგვიანებით შემცირების არგუმენტია, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლისთვის, სხვადასხვა ორგანიზაციის პროგნოზი უკვე 4-5%-ის ფარგლებშია. ეს კი, ინფლაციაზე შიდა მოთხოვნის კუთხით, ზეწოლის დანორმალიზებაზე მიუთითებს. მიუხედავად ამისა, სადღეისოდ, ლარის საპროცენტო განაკვეთების მარტში შემცირება ნაკლებალბათურია. ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ მოსაზრებით, მონეტარული პოლიტიკის შერბილება სავარაუდოდ უფრო ადრე დაიწყება, ვიდრე წლის ბოლო კვარტალში. ამისათვის, აუცილებელია, რომ ინფლაციის შემცირების არსებული დინამიკა მომდევნო თვეებშიც გაგრძელდეს, რაც პრინციპში არის კიდეც საბაზო სცენარი. გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)