|
2022-12-22 00:41:04, 2121 ნახვა
სამხედრო
ბაიდენმა დაამტკიცა ერთი მილიარდი დოლარის დახმარება უკრაინისთვის, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა მემორანდუმს უკრაინას 1 მილიარდ დოლარამდე სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტის გამოყოფის შესახებ, იტყობინება თეთრი სახლი. კიევისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის პატრიოტის სისტემა, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები უკრაინას ჯამში 1,85 მილიარდ დოლარს გამოუყოფს, საიდანაც 1 მილიარდი მოხმარდება „უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას“, მათ შორის „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვას, ხოლო დანარჩენი 850 მილიონი დოლარი „უსაფრთხოების დახმარებას“ მოხმარდება. .” უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ბაიდენმა მიიწვია ზელენსკი, რადგან მას სჯერა, რომ უკრაინის ომი ახალ ფაზაში შევიდა, განუცხადა ჯონ კირბიმ, ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა CNN This Morning-ს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)