|
2022-12-14 09:31:31, 2003 ნახვა
კომენტარი
ბრეგაძე - ელექტროსიგარეტი შეიზღუდა იმიტომ, რომ სააკაშვილი მას ძალიან დიდი ოდენობით მოიხმარდა
იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის ადვოკატის განცხადების საპასუხოდ აცხადებს, რომ ავადმყოფი ადამიანისთვის სიგარეტის შეზღუდვა წამებას არ წარმოადგენს. „დააკვირდით, ადვოკატი ამბობს, რომ თურმე სიგარეტის შეზღუდვა საავადმყოფოში მყოფი, მათივე თქმით, საკმაოდ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ადამიანისთვის ყოფილა წამება. როგორი სიმართლეც შეიძლება იყოს განცხადებები, თითქოს სიგარეტის შეზღუდვა ავადმყოფი ადამიანისთვის წამებაა, ისეთივე სიმართლეა მთლიანად ის სურათი, რომლის წარმოდგენასაც ისინი დღეს ცდილობენ", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი ექიმების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. „არაერთხელ ვთქვი და გავიმეორებ: მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში და იღებს დროულ და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას", – აცხადებს იუსტიციის მინისტრი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)