22:40 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-01 11:08:03, 1045 ნახვა

სამართალი
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, ადვოკატმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, ადვოკატმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. 

შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, დოკუმენტებში, რომელიც სასამართლოში დილით შეიტანა, აღნიშნულია,  რომ ექსპრეზიდენტს 20 დაავადება აქვს, რომელთაგან უმეტესობა პატიმრობაში ყოფნისას განუვითარდა. 

"ჩვენ ვითხოვთ სასჯელისგან გათავისუფლებას, ვინაიდან ექსპერტიზაში წარმოდგენილი დიაგნოზები შედის იმ ბრძანებაში, რომელიც სპეციალურად არის დამტკიცებული ჯანდაცვის სამინისტროში და ითვლება მძიმე და განუკურნებელ დაავადებად. თუმცა, ალტერნატივის სახით, სასამართლოს ვთავაზობთ, იმ შემთხვევაში თუ არ გამოიყენებს 284-ე მუხლს, ანუ სასჯელის გადავადებას, მაშინ გამოიყენეს 283-ე მუხლი, სასჯელისგან დროებით გათავისუფლება",- განაცხადა ხაჭაპურიძემ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრმა "ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას გამოაქვეყნა. 

"ემპათიას" ცნობით, დასკვნა ცხადყოფს, რომ სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. ცენტრი ძირითად დიაგნოზებს ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics