|
2022-10-28 10:34:41, 1353 ნახვა
სამართალი
შსს - დავაკავეთ 4 პირი, რომლებმაც მოქალაქეების მოტყუებით საკუთარ ანგარიშებზე 100 000 ლარზე მეტი გადარიცხეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 4 პირი - 1971 წელს დაბადებული მ.ი., 1984 წელს დაბადებული ლ.ჭ., 1983 წელს დაბადებული მ.გ. და 2002 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, მათ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობა ედებათ ბრალად. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეების მოტყუების გზით, მათივე მობილური ტელეფონების საშუალებით, უნებართვოდ შეაღწიეს საბანკო ანგარიშებზე, საიდანაც დიდი ოდენობით თანხები საკუთარ ანგარიშებზე გადარიცხეს. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაზარალებულებისთვის მიყენებულმა ზარალმა 100 000 ლარს გადააჭარბა. ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)