|
2022-10-21 10:43:09, 1191 ნახვა
სამართალი
ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე განაჩენს სასამართლო დღეს გამოაცხადებს
ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის განაჩენს თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს გამოაცხადებს. საქართველოს პირველ ჩოგანს ბრალი ედება ფიზიკური ძალადობის ოთხ ეპიზოდში, მათ შორის, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. გარდა ამისა, ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალი აქვს ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე. განაჩენს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა გამოიტანს. ცნობისთვის, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მოგვიანებით კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)