|
2015-02-06 09:53:32, 1390 ნახვა
ეკონომიკა
ღარიბაშვილი: ყველა იმ მოხელის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც ბიზნესს ხელოვნურ ბარიერს შეუქმნის
მეტი ხელშეწყობა ბიზნესს და ნაკლები ბიუროკრატია, - ეკონომიკური საბჭოს გუშინდელ სხდომაზე ბიზნესსექტორის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ქვეყანაში დღეს კონკურენტული და გამჭვირვალე ბიზნესგარემოა, ბიზნესი ხელისუფლების ჩარევისგან სრულად თავისუფალია, თუმცა ბიზნესმენებისთვის სახელმწიფოს მხრიდან ზედმეტი და არაფრისმომცემი ბიუროკრატიის შექმნა დაუშვებელია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა იმ სახელმწიფო მოხელის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რომელიც ბიზნესს ხელოვნურ ბარიერებს შეუქმნის და პრობლემებს დროულად არ მოუგვარებს. ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ასევე ელექტროენერგეტიკის განვითარების სტრატეგია, ელექტროსისტემის განვითარების გეგმა და ახალი პროექტები განიხილეს, რომელთა ნაწილი თანაინვესტირების ფონდის მონაწილეობით განხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)