07:47 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-04 12:16:03, 1684 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, რეგიონში სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები განახლდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, რეგიონში სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები განახლდა. 

მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან, არჩილ ბერიძესთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად, სოფელ წყაროთის, ჭალას, ახალდაბის, ცეკვას, ცხემლისისა და ჭვანის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე ადგილობრივებს  მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე მიეწოდათ ინფორმაცია, მთავრობის წევრები ასევე გაეცნენ სოფლად მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებებს.  

ინიციატივის ფარგლებში, დღემდე მოსახლეობის მიერ დასახელებული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოგვარდა. შეხვედრების მიზანს სწორედ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობა და მათი მოგვარების გზებზე ერთობლივ მსჯელობას წარმოადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics