20:06 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-07 14:05:13, 1658 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

7 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კაკავამ და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მხარეები შეთანხმდნენ, თავისუფალი, ჯანსაღი და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად ითანამშრომლონ. მემორანდუმის თანახმად, იმ შემთხვევების დროს, როდესაც სააგენტო ვერ ახერხებს წერილობითი კორესპონდენციის ადრესატისათვის ჩაბარებას, შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნული კორესპონდენციის ადრესატისათვის გაგზავნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული  გვერდის მეშვეობით. 


აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური სააგენტოს 2 სამუშაო დღის ვადაში მიაწვდის ინფორმაციას ადრესატის მხრიდან დოკუმენტის გახსნის/ჩაბარების შესახებ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gnca_rs@gnca.gov.ge 
ამასთან, შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს მიწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრული კონფიდენციალურობის დაცვას და მას გამოიყენებს მხოლოდ ადრესატისათვის გაგზავნის მიზნით. შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე ისაუბრეს ელექტრონული სერვისებით სარგებლობისა და საჯარო  ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 

შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები პაატა კილაძე და ლევან წითელაშვილი, ასევე   კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ფერაძე.

მემორანდუმი ძალაში შედის მხარეების მიერ, მისი ხელმოწერის თარიღიდან.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics