|
2022-09-07 13:59:32, 1332 ნახვა
ეკონომიკა
ბბ დაზღვევა სადაზღვევო სექტორში მოგებით მე-3 ადგილზეა
ბბ დაზღვევა, სადაღვევო ბაზარზე 5 წლიანი ოპერირების შემდეგ, მოგებით სამეულშია. კომპანიამ სექტორის მთლიანი მოგების 11.7% დააგენერირა. ბბ დაზღვევა, ბბ ლიზინგთან ერთად ბაზისბანკის ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომლის მთავარი უპირატესობაა ჰოლდინგური სერვისი, რომელსაც როგორც საცალო ისე კორპორატიულ მომხმარებელს სთავაზობს. ბბ დაზღვევის ძირითადი მიმართულებებია: საავიაციო დაზღვევა, ტვირთის ტრანსპორტირების დაზღვევა, ქონების დაზღვევა, ბიზნეს უწყვეტობის დაზღვევა, პასუხისმგებლობის დაზღვევა, ავტომობილის და ავტომფლობელთა დაზღვევა. მომხმარებელს ნებისმიერი ტიპის სადაზღვევო მომსახურების შეძენა ბაზისბანკის ფილიალებში შეუძლია. ბბ დაზღვევა მომხმარებელს მაქსიმალურად დახვეწილ სერვისსა და ხელსაყრელ ტარიფს კომბინირებულად სთავაზობს. ამასთან, სტაბილურობა მომხმარებლისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ბბ დაზღვევა „ჰუალინგ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა, რომელსაც საქართველოში 600 მლნ. აშშ დოლარი აქვს ინვესტირებული, ეს გარემოება კი მომხმარებელს ნდობასა და საიმედოობას უჩენს. უპირატესობებზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს ზარალის დარეგულირების სისწრაფე. სწორედ ამ გარემოებების დამსახურებით, ბბ დაზღვევა დღეის მდგომარეობით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორის - საავიაციო დაზღვევის ბაზრის ლიდერია და ბაზრის 52,2%-ს ფლობს! ბბ დაზღვევის მიმდინარე წლის გეგმები კიდევ უფრო მასშტაბურია. კომპანია აგრძელებს კორპორაციული მიმართულებით მუშაობას და წლის ბოლოსთვის მოგების ჭრილში 2 მილიონი ლარის გენერირებას გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)