19:51 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-31 14:57:00, 1842 ნახვა

ეკონომიკა
ქართული ღვინო კორეაში ღვინის ფესტივალზე იყო წარმოდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კორეის რესპუბლიკის ქალაქ დეჯონში საერთაშორის ფესტივალზე "Daejeon International Wine Festival" ქართული ღვინის 24 მწარმოებლის, როგორც დიდი კომპანოების, ასევე მცირე მარნების ღვინო იყო წარმოდგენილი.

ღვინის ფესტივალის "Daejeon International Wine Festival" საზეიმო გახნის ცერემონია 26 აგვისტოს კორეის რესპუბლიკაში, ქალაქ დეჯონში უმსხვილეს საგამოფენო ცენტრში"Daejeon Convention Center" გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა, მარიამ მეტრეველმა.

ღვინის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ქართველი ღვინის ექსპერტმა, მეღვინე ლადო უზუნაშვილმა და ჰოლანდიელმა ღვინის მწერალმა საიმონ ვულფმა ქართული ღვინის მასტერკლასი ჩაატარეს.

ქართული ღვინის სტენდი "Daejeon International Wine Festival"-ზე პირველად იყო წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ კორეის რესპუბლიკაში ქართულ ღვინის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება, რასაც ადასტურებს ადგილობრივი ღვინის ექსპერების, ბაიერებისა და ვიზიტორების სიმრავლე ქართული ღვინის სტენდთან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics