|
2022-08-20 12:51:41, 1893 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ მარნეულის რაიონში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 აგვისტოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, ბრალდებულმა დაზარალებულს ურთიერთშელაპარაკების გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი დანით, სხეულის სხვადასხვა ადგილას სიცოცხლისთვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)