10:29 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-09 12:51:04, 1725 ნახვა

რეგიონი
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მესტიის რეგიონულ ლაბორატორიაში ახალი კვლევის მეთოდების დანერგვა მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მესტიის ლაბორატორიაში გამართულ სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, მესტიის მერი კახა ჟორჟოლიანი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი ესწრებოდნენ.

მესტიაში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა ლაბორატორიაში დანერგილი კვლევის მეთოდები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

 

„სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ძლიერი ქსელი მოსახლეობას საშუალებას აძლევს, ადგილზე მიიღონ საერთაშორისო დონის კვლევებით მომსახურება როგორც სურსათის უვნებლობის, ისე ვეტერინარიის მიმართულებით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად მუშაობს რეგიონულ ლაბორატორიებში საერთაშორისო სტანდარტის კვლევების დანერგვის მიმართულებით”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

მესტიის მერის განცხადებით, მსგავსი საერთაშორისო დონის ლაბორატორიის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის.

მესტიის ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების და მესტიის ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics