10:31 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-26 16:01:43, 1842 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იმამურა აკირას შეხვდა

ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იმამურა აკირას შეხვდა.შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე და საგრანტო პროგრამის ფარგლებში  შეძენილი მიკროავტობუსის იდეის ავტორი, საკრებულოს აპარატის უფროსი მუხრან სალაძე ესწრებოდნენ.


 იაპონიის საელჩომ ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში შეძენილი  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე ადაპტირებული, ელექტრო მიკროავტობუსი მუნიციპალიტეტს დღეს ოფიციალურად გადასცა, რომლის მიზანია  ადგილობრივი მოსახლეობის მობილობა სერვისებზე, პროდუქტებზე და კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ამასთანავე, ეკო-ავტობუსის დანერგვით, ეს პროექტი ხელშეუწყობს, ჰაერის დაბინძურების  და მავნე სათბური გაზების ემისიების შემცირებას. გრანტის მოცულობა 77 235 აშშ დოლარს შეადგენს.


 შეხვედრის დასასრულს მერმა მადლობა გადაუხადა იაპონიის ელჩს იმამურა აკირას  თანამშრომლობისთვის და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics