10:30 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-14 17:26:13, 1578 ნახვა

რეგიონი
კასპის გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მოქანდაკის, მხატვრისა და მწერლის ნინო თაბუაშვილის (თაბური) ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო

კასპის გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მოქანდაკის, მხატვრისა და მწერლის ნინო თაბუაშვილის (თაბური) ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო.

სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა შემოქმედებითი მუშაობა სტუდენტობის პერიოდში დაიწყო, რომელიც ქანდაკებებთან ერთად მოიცავს ბარელიეფებს, მედალიონებს, ნახატებს ფერწერულ და გრაფიკულ ჟანრში.

ნინო თაბუაშვილი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მასშტაბით გამართულ გამოფენებში, ორჯერ კი მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა. იგი იყო მრავალი არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილე და მხატვარი. შემდეგ ის მწერლობამ გაიტაცა და ათზე მეტი ისტორიული  რომანი გამოსცა.

მისი შემოქმედება მრავალფეროვანია, ნამუშევრები კი დაცულია მუზეუმებში, კულტურის სამინისტროსა და სამხატვრო ფონდის საცავებში, ასევე ინახება ოჯახებში.

წარმოშობით სოფელ დოესის მკვიდრის ნამუშევრები დამთვალიერებლისთვის მართლაც სიურპრიზი იყო, რადგან ისინი აქ არასოდეს გამოფენილა და შესაბამისად  უცნობი იყო.

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ მადლობა გადაუხადა მოქანდაკის ძმისშვილებს ქეთი და გიორგი თაბუაშვილებს, რომლებმაც მუზეუმს 30 ბარელიეფი, 10 მრგვალი ქანდაკება, 12 ფერწერული ტილო და წიგნები საჩუქრად გადასცა.

ნინო თაბუაშვილი 2018 წელს გარდაიცვალა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics