|
2015-02-05 10:09:29, 1536 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: გამოვნახავთ გზებს, რათა ამ ეტაპზე მაინც გაზის საფასურის გაძვირება თავიდან ავიცილოთ
"მთავრობამ თავიდან უნდა აიცილოს გაზის საფასურის გაძვირება, ამ ეტაპზე მაინც",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზ განაცხადა. მისივე თქმით, ეკონომიკურ საბჭოს საკითხის შესწავლა დაავალა. პრემიერის განმარტებით, მთავრობა შეეცდება, გაზის საფასურის გაძვირების თავიდან ასაცილებლად გზები გამონახოს. "ვფიქრობ, რომ გაზის საკითხზე ჩვენ არ უნდა ვიჩქაროთ. ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რომ ყველაფერი კარგად გავაანალიზოთ. ჩემი დავალებით ეკონომიკურმა საბჭომ ამ საკითხის შესწავლა, უფრო კარგად გაანალიზება დაიწყო. ჩვენ გამოვნახავთ გზებს, რათა თავიდან ავირიდოთ გაზის საფასურის გაძვირება ამ ეტაპზე მაინც",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობას დაავალა, გაზის საფასურის გადავადების თაობაზე, აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებები დაიწყოს. "სოკარის" წარმომადგენლებთანაც გვქონდა კომუნიკაცია და ისინი მზად არიან, ამ თემაზე მოვილაპარაკოთ. მინდა, ორივე ვიცე-პრემიერს მოგიწოდოთ, ეკონომიკურ საბჭოსთან ერთად, ეს საკითხი უსწრაფესად გადაწყვიტოთ. შესაძლოა, ჩვენ აზერბაიჯანულ მხარესაც მივმართოთ თხოვნით, რათა საკითხის გადავადება მოხდეს",-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)