01:41 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-17 14:10:22, 1503 ნახვა

სამართალი
საქართველოს გენერალური პროკურორი კიბერდანაშაულის სფეროში აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე კიბერდანაშაულის სფეროში აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ექსპერტებს შეხვდა.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას, გენერალური პროკურორის მოადგილეები, პროკურატურის წარმომადგენლები,  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველი ლენა ოუენსი, კიბერდანაშაულის გამოძიების სფეროში  ექსპერტები ენდრიუ ჟიგიელსკი,  კრისტოფერ ვონგსი, ტომ დოგჰერტსი და ნიქჰილ ბჰაგატსი ესწრებოდნენ.

მხარეებმა  კიბერდანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს, მათ შორის, კრიპტოვალუტის  დანაშაულებთან დაკავშირებული ოთხდღიანი ტრენინგის შესახებ, რომელიც აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მხარდაჭერით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 17-20 მაისს ჩატარდება.

კიბერდანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საქართველოს პროკურატურის და აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლობით, მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი სასწავლო ღონისძიება იგეგმება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics