04:40 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-08 13:21:23, 1961 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი აჭარის რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აჭარის რეგიონში სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეცნობა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძე ქობულეთში სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე იმყოფებოდა.

მინისტრმა სარემონტო და დასრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
ამასთან, თავდაცვის მინისტრმა ბაზის ტერიტორიაზე ჯარისკაცებისთვის ახლად გახსნილი სასადილო, ახლად გარემონტებული ყაზარმები დაათვალიერა და დასრულებული ეკლესიაც მოინახულა.

სამინისტროს განცხადებით, ქართველი სამხედროებისთვის ნატო-ს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება დაისახა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პროცესი აქტიურად გრძელდება და სამხედრო ბაზებზე ასობით ობიექტი აშენდა, გარემონტდა და მოწესრიგდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics