|
2022-05-04 15:46:25, 1626 ნახვა
რეგიონი
ბათუმში საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა
ბათუმში საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა საინვესტიციო ფორუმს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის თავმჯდომარე მილოშ ვისტრჩილი დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. უწყების ცნობით,ფორუმი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა - ,,მადლობა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს ბატონ მილოშ ვისტრჩილს და დელეგაციის წევრებს წარმატებული ვიზიტისა და თანამშრომლობისთვის. დღევანდელი დღე საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის დასტურია. მინდა გამოვხატო ჩვენი მადლიერება ჩეხეთის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე მათი ურყევი მხარდაჭერისთვის. საქართველომ, სულ რამდენიმე დღის წინ უკვე ოფიციალურად მიმართა ევროკავშირს წევრობის სტატუსთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ჩეხეთი, იქნება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მხარდამჭერი ამ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ პროცესში. ეს არის როგორც ჩვენი ხელისუფლების, მთავრობის, ასევე ჩვენი ხალხის და ჩვენი წინაპრების ისტორიული არჩევანი. საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი ბათუმში უკვე მეორედ იმართება, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს. ბათუმს საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა როგორც ვიზიტორების მასპინძლობის, ასევე საერთაშორისო პროექტების განხორციელების კუთხით და დღევანდელი მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ვიზიტი ხელს შეუწყობს როგორც პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე ახალი ეკონომიკური ინიციატივების შემუშავებას".- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ბიზნეს ფორუმზე რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე სპეციალური პრეზენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ გამართა. მინისტრმა, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ფორუმის მონაწილეები აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე ინფორმაციას გაეცნენ. ბიზნეს ფორუმს ოფიციალურ პირებთან ერთად, საქართველოსა და ჩეხეთში ლოჯისტიკის, მშენებლობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, სამედიცინო სფეროში მოღვაწე კომპანიები, სულ 200-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. ფორუმს აჭარის მთავრობის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ჩეხეთის რესპუბლიკის და აჭარის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ ქვრივიშვილი, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა, ჩეხეთის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი რადეკ იაკუბსკი, ჩეხეთის მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე პეტრ ტრჟეშნიაკი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)