22:40 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-29 11:28:30, 827 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილმა საქართველოს სახელით, ხელი მოაწერა დეკლარაციას ინტერნეტის მომავალის თაობაზე

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ონლაინ-ფორმატში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის მასპინძლობით გამართულ მინისტერიალში, რომლის მსვლელობისას მან საქართველოს სახელით, აშშ-ის, ავსტრალიის, კანადის, ევროკომისიის, იაპონიის და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებთან ერთად, ხელი მოაწერა დეკლარაციას ინტერნეტის მომავალის თაობაზე (Declaration for the Future of the Internet, DFI). ხელმოწერა აშშ - ში, თეთრ სახლში, ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დეკლარაციის მიზანია დემოკრატიული სისტემების მხარდაჭერა და თითოეული მოქალაქის აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა დემოკრატიულ პროცესებში, პიროვნების კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველყოფა, უსაფრთხო და საიმედო კავშირის შენარჩუნება, ადამიანის უფლებებისა დაცვა და ონლაინ/ციფრულ ეკოსისტემაში მისი პატივისცემა, თავისუფალი და კონკურენტუნარიანი გლობალური ეკონომიკის  უზრუნველყოფა და ა.შ.

დეკლარაციის მხარდამჭერი პარტნიორები თანამშრომლობენ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ინდუსტრიასთან და სხვა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან დეკლარაციაში ჩამოყალიბებული პრინციპების განხორციელების მიზნით. ისინი ასევე მხარს უჭერენ და ხელს უწყობენ შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვას: ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებები, გლობალურ ინტერნეტზე წვდომა, ინკლუზიური და ხელმისაწვდომი წვდომა ინტერნეტზე, ნდობა ციფრულ ეკოსისტემაში, ინტერნეტის მრავალმხრივი მმართველობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics