|
2022-04-28 14:22:33, 898 ნახვა
ეკონომიკა
თორნიკე რიჟვაძე: წელს ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ ტურიზმი დაუბრუნდეს 2019 წლის დინამიკას
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე, ტურიზმის აღდგენის გეგმასა და სეზონის სამზადისზე ისაუბრა როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე სერვისების ნაწილში. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით ტურიზმის აღდგენა, 2019 წლის მაჩვენებლებთან მაქსიმალურად მიახლოება ერთ-ერთი პრიორიტეტია და შესაბამის უწყებებს მიმართა, რომ მომდევნო სამი კვირა გადავიდნენ საგანგებო რეჟიმზე, რათა სეზონის ოფიციალური გახსნა იყოს მაქსიმალურად მომზადებული. ასევე მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გარდა შესაბამისი უწყებებისა, მნიშვნელოვანია შესაბამისი კონტრაქტორი შემსრულებელი კომპანიების მზაობა. 2022 წლის 1 კვარტლის მონაცემით, ვიზიტორთა ნაკადები 2019 წელთან შედარებით უკვე აღდგენილია 50 %-ით. ,,წელს ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ დავუბრუნდეთ 2019 წლის დინამიკას. მოლოდინები არის პოზიტიური. მინდა ვთხოვო ტურიზმის დეპარტამენტს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, ბულვარის ადმინისტრაციას გაააქტიურონ სამუშაოები ტურიზმის სეზონის ღირსეულად დასახვედრად. დარწმუნებული ვარ ტურიზმის სექტორისთვის იქნება წარმატებული სეზონი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ყველა ორგანიზაციას მინდა დავავალო მაქსიმალური სიმკაცრე თითოეულ კონტრაქტორ კომპანიასთან, ვინაიდან ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქის, თითოეული გადასახადის გადამხდელის ფული იხარჯებოდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად" - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. მნიშვნელოვანია, რომ ესტონეთისა და ლიეტუვას შემდეგ, წელს პირველად, რიგიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება და მას ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია Air Baltic შეასრულებს. აჭარის პოპულარიზაცია 16-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში ხორციელდება და მათ შორისაა ბალტიისპირეთის ქვეყნები.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)