22:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-27 15:17:57, 1322 ნახვა

ეკონომიკა
ყაზახეთი 2022 წელს საქართველოს დერეფნით 2-დან 3 მილიონ ტონამდე ნავთობის ტრანსპორტირებას გეგმავს

ყაზახეთი 2022 წელს საქართველოს დერეფნით 2-დან 3 მილიონ ტონამდე ნავთობის ტრანსპორტირებას გეგმავს, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს საერთაშორისო საკითხებში ერჟან კაზიხანოვს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა. 

ყაზახურმა მხარემ გამოთქვა დაინტერესება, გაზარდოს ტვირთბრუნვა საქართველოზე გამავალ დერეფანში. აღინიშნა, რომ უკვე 2022 წელს ყაზახეთი საქართველოს დერეფნით 2-დან 3 მლნ ტონამდე ნავთობის ტრანსპორტირებას გეგმავს, მომდევნო წლებში დაგეგმილია ამ მაჩვენებლის უფრო მეტად ზრდა. 

საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციაში ესწრებოდნენ ყაზახეთის მხრიდან: ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვი, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწე ასეტ ისეკეშევი, ეროვნული ნავთობისა და გაზის კომპანია "KazMunayGas"-ის ხელმძღვანელი მაგზუმ მირზაგალიევი და ეროვნული კომპანიის "Kazakhstan Railways" -ის ხელმძღვანელი ნურლან საურანბაევი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics