|
2022-04-21 10:57:39, 1287 ნახვა
სამხედრო
კიბერუსაფრთხოების ბიუროს მუშაობას თავდაცვის ატაშეები გაეცნენ
საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ესტუმრნენ. ვიზიტი ყოველწლიური გეგმის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც თავდაცვის უწყების ნატოს სტანდარტებით ტრანსფორმაციის პროცესისა და სამომავლო გეგმების გაცნობას ისახავს მიზნად. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, უცხოელ დიპლომატებს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ლუკა მგელაძემ უმასპინძლა. მან თავდაცვის ატაშეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ბიუროს მიზნების, ამოცანების, მიღწევებისა და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. სტუმრები კიბერუსაფრთხოების ბიუროს სამომავლო გეგმებსაც გაეცნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ატაშეებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. მსგავსი სახის ვიზიტები სისტემის გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის დამადასტურებელია.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)