23:12 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-17 22:28:01, 3062 ნახვა

ეკონომიკა
ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტში სბერბანკიც მოხვდება

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტში, რომელზე მუშაობაც მიმდინარეობს, სავარაუდოდ „სბერბანკიც“ მოხვდება.

ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა გერმანულ „ბილდთან“ ინტერვიუში გააკეთა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ამის ნაცვლად, ევროკომისია მუშაობს ე.წ. ჭკვიანურ მექანიზმზე, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირს, ახალ სასანქციო პაკეტში მოხვდეს რუსული ნავთობიც.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, ის დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ქმედითია და ისინი აუცილებლად გამოიწვევენ რუსეთის დეფოლტს.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირი დროულად უნდა დაეხმაროს შეიარაღებით უკრაინას, რადგან მხოლოდ ეს გადაარჩენს უკრაინას რუსეთთან ბრძოლის დროს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics