|
2022-03-27 15:55:45, 973 ნახვა
ეკონომიკა
პარლამენტის წინ მოძრაობა გადაიკეტა, სადაც მოქალაქეები საწვავის გაზრდილ ფასებს აპროტესტებენ
თბილისში საწვავის გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მივიდნენ, სადაც გზა გადაკეტეს. მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქციას ლიდერი არა ჰყავს, ამიტომ სიტყვით გამოსვლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ისინი მოუწოდებენ მსუბუქი ავტომობილების და ავტომობილების მძღოლებს, რომ მანქანები რუსთაველის მოედანზე გააჩერონ. აქციის სხვადასხვა კომპანიის კურიერებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები ითხოვენ: აქციზის გადასახადის სრულად გაუქმებას; "სხვა შემთხვევაში კი საწვავის ფასი კიდევ გაიზრდება და ეს ყველასთვის ძალიან ცუდი იქნება. დროა, მთავრობამ შეცვალოს სირაქლემის პოზა და გაატაროს რადიკალური ეკონომიკური რეფორმები. საწვავის ფასი არ ეხება მხოლოდ მანქანების მფლობელებს. საწვავის ფასი აისახება მომსახურებისა და სურსათის 70%-ზე. ყოველთვიურად 20%-ით ღარიბდება ჩვენი მოსახლეობა". - თქვა აქციის ორგანიზატორმა. 27 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. საქართველოში არსებულ ხუთ ყველაზე მსხვილ კომპანიაში ფასები ასე მერყეობს: სუპერი – 3.89 ლარიდან 4.12 ლარამდე;
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)