|
2022-02-04 14:11:50, 984 ნახვა
ეკონომიკა
თურქეთში ინფლაცია თითქმის 50%-ს აღწევს, რაც ბოლო 2 ათწლეულის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
თურქეთში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 48,7%–მდეა გაზრდილი, რაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალი ნიშნულია. თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის თანახმად, სამომხმარებლო საქონლის ფასები იანვარში 11,1%-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით, რაც უფრო მაღალია ანალიტიკოსების პროგნოზებთან შედარებით, რომელიც 9%-დან 10%-მდე ვარაუდობდნენ. ვალუტის ტურბულენტობამ მძიმედ დაარტყა თურქებს, რადგან მათი ხელფასების ღირებულება დაეცა და საქონლისა და ენერგიის ხარჯები მკვეთრად გაიზარდა. თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა სექტემბრიდან 500 საბაზისო პუნქტით შეამცირა საპროცენტო განაკვეთები 14%-მდე. „ერდოღანის წარუმატებელი მონეტარული პოლიტიკის ექსპერიმენტის შედეგები“, – ასე აფასებს ტიმოთი ეში, ბლუბეის მენეჯმენტის განვითარებადი ბაზრების უფროსი სტრატეგისტი ინფლაციის გაზრდას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)