17:54 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-29 14:34:20, 2208 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიის კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს სტიპენდია გადასცა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარ დეპუტატთან აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძესთან და მოადგილე რუსუდან შავაძესთან ერთად, ენათმეცნიერის, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიის კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს სტიპენდია გადასცა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. 

შუახევის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკურსი მიზანად ისახავს, სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების წახალისებას.

,,სტიპენდია, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით წელს პირველად დაარსდა, განკუთვნილია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის. გვსურს, მათი მოტივაცია უფრო მეტად გაიზარდოს, ეს არის მოკრძალებული ინვესტიცია ჩვენსავე მომავალში. მათ უნდა შევუქმნათ გარემო უკეთესი კვალიფიკაციისა და განათლებისთვის. კონკურსში გამარჯვებულ ოთხ სტუდენტს, ერთჯერადად 500 ლარი სტიპენდია გადავეცით. კონკურსი მომავალ წელსაც გაგრძელდება და შევძლებთ უფრო მეტი სტუდენტის წახალისებას“- განაცხადა ომარ ტაკიძემ.


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics