18:53 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-17 10:31:03, 879 ნახვა

რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა რეხვიაშვილს ბოლნისის საპატიო მოქალაქის ჯილდო გადასცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ყოფილ დეპუტატს, ბოლნისის კოლორიტსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავჯდომარეს, შოთა რეხვიაშვილს, 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის საპატიო მოქალაქის ჯილდო  პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად გადასცა.

უწყების ცნობით, საპატიო მოქალაქის ჯილდო  შოთა რეხვიაშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაიმსახურა.

შოთა რეხვიაშვილი, კარიერის განმავლობაში, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა. 2013 წელს ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატად აირჩიეს. 2019 წლიდან დღემდე კი შოთა რეხვიაშვილი მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავჯდომარეა.

„75 წლის იუბილესთან დაკავშირებით,  ბოლნისის კოლორიტ შოთა რეხვიაშვილს, ბოლნისის საპატიო მოქალაქის ჯილდო გადავეცით. ბატონ შოთას ჩვენი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ის დღემდე აქტიური მოქალაქეა და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავჯდომარის საპასუხისმგებლო თანამდებობასაც იკავებს. ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველთვის აფასებს მუნიციპალიტეტის გამორჩეულ მოქალაქეებს და ბატონი შოთასთვის საპატიო მოქალაქის ჯილდოს გადაცემა ამის ნათელი დასტურია. ვიმედოვნებ,  შოთა რეხვიაშვილი კვლავ აქტიურად გააგრძელოებს საზოგადეობრივ საქმიანობას და ამით მაგალითს მისცემს ჩვენს ახალ თაობას“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
ქართული ოცნების პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია – თავისუფლების მოედანი გორში მომხდარზე
მეუფე ზენონი: პოლიციელების მსგავსი ქმედებები მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არის - ეს ტოვებს ყველაზე დამთრგუნველ კვალს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics