|
2021-12-13 17:46:32, 1096 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ, თანამშრომლებს მოადგილეები წარუდგინა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ, თანამშრომლებს მოადგილეები წარუდგინა. ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პირველი მოადგილის პოზიციაზე მირიან აბაშიძე დაინიშნა. პროფესიით იურისტი, მირიან აბაშიძე წინა მოწვევის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე იყო. ამასთანავე, მერის მოადგილის პოზიციაზე მუშაობას გააგრძელებს რუსუდან შავაძე, რომელიც ამ თანამდებობაზე 2017 წლის ნოემბრიდან მუშაობს. მერიის ინფორმაციით, მერის მოადგილის თანამდებობაზე ასევე დაინიშნა გურამ ზოიძე. იგი წინა მოწვევის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე გახლდათ. ,,წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენი გუნდის წევრებს. სამივე მათგანს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. მე დარწმუნებული ვარ მათ პროფესიონალიზმსა და საქმისადმი ერთგულებაში. ჩვენს მუნიციპალიტეტში, ერთიანი გუნდით, თქვენთან ერთად, ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ “- განაცხადა ომარ ტაკიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)