|
2021-12-04 14:57:30, 1023 ნახვა
რეგიონი
ქალაქ ახალციხეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება
პროგრამა „განახლებული რეგიონები“ საქართველოს პრემიერ- მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ ახალციხეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე ურბანული განახლების სამუშაოები მიმდინარეობს თამარაშვილისა და ნათენაძის ქუჩებზე. რეაბილიტაცია უტარდება ქალაქის ცენტრალურ პარკს, თამარაშვილის მოედანს და მიმდებარე სკვერს, ასევე ნათენაძისა და კეცხოველის ქუჩებზე საცხოვრებელი სახლებისა და ექვსსართულიანი შენობის გარე ფასადებს. „განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს. პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)