20:29 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-22 17:35:48, 1100 ნახვა

რეგიონი
სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის მერიის პრესსამსსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტებში წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, პანდემიის მართვის საკითხები, როგორიცაა აცრების წახალისება, მოსახლეობის ინფორმირება, აღნიშნულ პროცესებში მუნიციპალიტეტების ჩართულობა. ასევე იმსჯელეს მუნიციპალიტეტების მომავალი წლის ბიუჯეტების დაგეგმვისას აქცენტირებულ ძირითად მიმართულებებზე.

ამასთანავე, შეხვედრას ესწრებოდნენ რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი მარინა გაჩეჩილაძე, რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი გიორგი მიქელაძე და მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics