|
2021-11-20 14:10:42, 1040 ნახვა
რეგიონი
ქვემო ბოლნისში ბეტონის გზის მოწყობის პროექტის მეორე ეტაპი დასრულდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, სოფელ ქვემო ბოლნისში ბეტონის გზის მოწყობის დასრულებული სამუშაოები მოინახულა. პროექტის მეორე ეტაპზე, სოფელში 1500 გრძივ მეტრზე ბეტონის გზა, ხოლო 700 გრძივ მეტრზე სანიაღვრეები მოეწყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 554 000 ლარი შეადგინა. “ჩვენი მიზანია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა შევქმნათ, ამ კუთხით არაერთი პროექტი უკვე განვახორციელეთ და ამ სწრაფ ტემპს ჩვენ აუცილებლად შევინარჩუნებთ. სოფელ ქვემო ბოლნისში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 1500 გრძივი მეტრის ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი განვახორციელეთ. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ასევე 700 გრძივ მეტრზე სანიაღვრეებიც მოვაწყვეთ. ახლა უკვე სოფლის მოსახლეობა მოწესრიგებული გზით სარგებლობას შეძლებს, რაც, დამეთანხმებით, ჩვენი მოქალაქეების კომფორტული გადაადგილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)