21:26 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-03 11:49:07, 1013 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, მოადგილესთან ერთად ქობულეთში, დაბა ჩაქვში ჩაისუბნის ამბულატორიაში სოფლად ვაქცინაციის პროცესს გაეცნო

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, მოადგილესთან მარი ზანაქიძესთან ერთად ქობულეთში, დაბა ჩაქვში ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრებს დაესწრო და ჩაისუბნის ამბულატორიაში სოფლად ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.

,,ვაქცინააციის ტემპი, როგორც სხვაგან აჭარიშიც შედარებით არის დაბალი. ყოველდღიურად საშუალოდ 500-მდე დოზა ვაქცინა ადმინისტრირდება, ვაქცინაციის დაწყების დღიდან აჭარაში 220 000-მდე ვაქცინაა ადმინისტრირებული და სულ მოსახლეობის 33% გახლავთ ერთი დოზით აცრილი, ხოლო 28% ორი დოზით. ასევე იცით რომ ქალაქ ბათუმში სამიზნე მაჩვენებლის 60 % ზე მეტი პროცენტია უკვე აცრილი, მაგრამ სამუშაო რჩება მუნიციპალიტეტების მიხედვით, სადაც უკვე სოფლის ექიმების მიერ, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების დონეზე დაწყებულია ვაქცინაცია. მოსახლეობის ინფორმირების ზრდის მიზნით და მათი ჩართულობის უფრო მეტი ინტენსივობის მიზნით აქტიურად ვაწარმოებთ შეხვედრებს მათთან თვითმმართველობების ჩართულობით. სამინისტრო კოორდინაციას უწევს მთლიანად პროცესს და ამ დროისთვის 1300-ზე მეტი ვაქცინაა ადმინისტრირებული, რა თქმა უნდა ეს მცირეა მაგრამ, დასაწყისისთვის არ არის ცუდი. ვფიქრობთ, რომ ტემპი უფრო მზარდი იქნება წლის ბოლომდე და მუნიციპალიტეტებშიც სამიზნე მოსახლეობის 60% იქნება იმუნური“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics