|
2021-09-27 17:40:13, 1535 ნახვა
რეგიონი
აჭარაში 10 ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, მათ შორის 4 ბათუმში შენდება
ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს ახალი სკოლების მშენებლობის პროცესი. დაიწყო 4 ახალი სკოლის მშენებლობა და უკვე დასრულდა 3 თანამედროვე სტანდარტის სკოლის მშენებლობა. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად სკოლების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. ,,ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს 4 ახალი სკოლის მშენებლობა. ახალი სკოლების მშენებლობა ხორციელდება აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში. აჭარაში დავიწყეთ ჯამში 10 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო 40 სკოლას უტარდება სრული რეაბილიტაცია. მიუხედავად პანდემიისა, ძალიან მალე უნდა შევძლოთ აღვადგინოთ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში. დარწმუნებული ვარ, რომ მასწავლებლების და მოსწავლეების ენთუზიაზმითა და მონდომებით ეს დაკარგული დრო იქნება სრულად ანაზღაურებული და ჩვენ გვეყოლება განათლებული მომავალი თაობა" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. დაწყებულია ბათუმის N15 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე დამატებითი სამ სართულიანი სასწავლო შენობის მშენებლობა. შენობა იქნება სრულად ადაპტირებული. პროექტის ღირებულება 2 784 107 ლარია. ბათუმის ცენტრალურ ნაწილში (დემეტრე თავდადებულის ქ. №61) ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა იწყება. პროექტის მიხედვით აშენდება 700 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა. ასევე N16 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ახალი შენობა აშენდება. 3 სართულიანი შენობა, 1000 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. თანამედროვე სტანდარტების შენობა სრულად იქნება ადაპტირებული. ბათუმში უკვე დასრულდა №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ახალი კორპუსის, განათლების ქალაქში სკოლის მშენებლობა საცხოვრებელ კამპუსთან ერთად და ასევე №23 საჯარო სკოლის მშენებლობა. აჭარაში მიმდინარეობს 10 ახალი სკოლის მშენებლობა და 40 სკოლას უტარდება რეაბილიტაცია.
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)