02:14 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-22 14:17:05, 876 ნახვა

რეგიონი
აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში „აჭარა ტექსტილის“ 1 500-მდე თანამშრომელი ჩაერთო

საყოველთაო ვაქცინაციის ფარგლებში აჭარაში COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჯერად პროცესში ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის“ 1500-მდე თანამშრომელი ჩაერთო.

ამასთავე, ვაქცინაციის პროცესი ბობოყვათის პირველად ჯანდაცვის ცენტრში მიმდინარეობს. იმუნიზაციის პროცესს ადგილზე აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე გაეცნო.

„მოხარული ვარ, რომ „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლებმა გამოიჩინეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ორგანიზებულად ჩაერთნენ ვაქცინაციის პროცესში. მნიშვნელევანი და აუცილებელია სხვა დაწესებულებების მსგავსი აქტიურობა. ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა, ამიტომ აუციელებელია ვაქცინაციის ტემპის ზრდა“, - განაცხადა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია ექვსივე მუნიციპალიტეტში. პროცესში ჩართულია 13 სამედიცინო დაწესებულება, მობილიზებულია 28 ამცრელი ბრიგადა.

დღეისათვის აჭარაში COVID 19-ით ინფიცირების 238 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული აქვს 40 146 ადამინს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics