17:57 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-04 17:01:16, 624 ნახვა

კომენტარი
რატი ბრეგაძე - ვულოცავ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს

„ვულოცავ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს“, - ამის შესახებ უსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს დღე ძვირფასია ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დემოკრატიის პრინციპები.

„ვულოცავ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე ძვირფასია ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დემოკრატიის პრინციპები.

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დღეს უმაღლეს ნიშნულზეა . მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს იმ სამაგალითო თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის , რომელიც საქართველოს  აშშ -სგან აქვს. საქართველოსა და ამერიკას საერთო ღირებულებები აერთიანებს.

ამერიკის მთავრობის მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელია. ჩვენ ვაფასებთ აშშ-ს ურყევ წვლილს, რომელიც მას  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში მიუძღვის.

ვუსურვებ ამერიკელ ხალხს წარმატებას, მშვიდობას და სტაბილურობას!“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics